ფეხბურთი
16 February
„არსენალმა“ „უიგანი“ გაანადგურა და ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში გავიდა
„არსენალმა“ ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში „უიგან ატლეტიკი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა. „მეთოფეებმა“ ტურნირის მეხუთე რაუნდის საგზური მოიპოვეს, ოთხივე გოლი კი მატჩის პირველ 27 წუთში გაიტანეს. თავი გამოიჩინეს ნონი მადუეკემ, გაბრიელ მარტინელიმ და გაბრიელ ჟესუსმა, ერთი ავტოგოლი კი „უიგანის“ მცველმა ჯეკ ჰანტმა საკუთარ კარში ჩაჭრა.