სპორტი
15 February
ოლექსანდრ ზინჩენკომ „აიაქსის“ დებიუტში მძიმე ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, სეზონი დაუსრულდა
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ, „აიაქსში“ სადებიუტო მატჩისას მძიმე მუხლის ტრავმა მიიღო, რაც, სავარაუდოდ, სეზონის დასრულებას ნიშნავს. უკრაინელი მცველი „მეთოფეთა“ რიგებიდან ამ თვის დასაწყისში დატოვა და ნიდერლანდურ კლუბს მუდმივი კონტრაქტით შეუერთდა. ტრავმის გამო, ზინჩენკოს შესაძლოა ზაფხულის ტურნირისთვის მზადყოფნაც გაუჭირდეს, რაც მის უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შანსებს საფრთხეს უქმნის.