NFL
24 February
ტაიტანსმა შემადგენლობა ერნესტ ბრაუნითა და რაიან ჰეისით გააძლიერა
NFL-ის კლუბმა „ტენესი ტაიტანსმა“ შემადგენლობა ორი ახალი მოთამაშე, დეფენსიური ენდი ერნესტ ბრაუნი და ოფენსიური ტეკლი რაიან ჰეისი დაიმატა. გუნდმა გასული 2025 წლის რეგულარული სეზონი 3-14 ბალანსით დაასრულა და ახალი მწვრთნელთა შტაბის ჩამოყალიბების შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.