ლა ლიგა: მადრიდის „ატლეტიკო“ „ესპანიოლს“ მასპინძლობს – მატჩის პრევიუ
მადრიდის „ატლეტიკო“ ლა ლიგის 25-ე ტურში „ესპანიოლს“ უმასპინძლებს. „ატლეტიკო“ ამჟამად მე-4 ადგილზეა 45 ქულით, ხოლო „ესპანიოლი“ მე-6 პოზიციას იკავებს 35 ქულით. დიეგო სიმეონეს გუნდმა წინა შეხვედრაში „ბრიუგესთან“ ფრედ ითამაშა, მანოლო გონსალესის გუნდმა კი „სელტა ვიგოსთან“ ქულები გაიყო. ბოლო დაპირისპირება „ესპანიოლის“ გამარჯვებით დასრულდა.