პსჟ: ვიტინია უსმან დემბელეს დაუპირისპირდა
პსჟ-ს გასახდელში დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც გუნდმა „რენთან“ მარცხი განიცადა. მატჩის მიმდინარეობისას ვიტინიასა და უსმან დემბელეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც პორტუგალიელმა თანაგუნდელი პასიურობის გამო გააკრიტიკა. ახლა ლუის ენრიკეს ამოცანაა, სიმშვიდე აღადგინოს გუნდში მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩის წინ.