სპორტი
23 February
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარალიმპიურ თამაშებზე თავიანთი დროშებით იასპარეზებენ
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის 10 სპორტსმენს ზამთრის მომავალ პარალიმპიურ თამაშებზე თავიანთი ქვეყნების დროშებით ასპარეზობის უფლება მისცა. აკრძალვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესდა, სექტემბერში მოიხსნა. ეს იქნება პირველი შემთხვევა სოჭის 2014 წლის თამაშების შემდეგ, როდესაც რუსეთის დროშა პარალიმპიურ თამაშებზე აფრიალდება.