ფეხბურთი
18 February
ოფიციალურად: სამუელ ესენდე „იანგ ბოისს“ შეუერთდა - ტრანსფერის ღირებულება 4.5 მილიონი ევროა
„იანგ ბოისმა“ შეტევა გააძლიერა და „აუგსბურგიდან“ 28 წლის კონგოელი ცენტრფორვარდი სამუელ ესენდე გაიფორმა. ფეხბურთელმა შვეიცარიულ კლუბთან 2029 წლამდე კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულება კი ბონუსების ჩათვლით 4.5 მილიონი ევროა. ის ბერნში 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.