ჩემპიონთა ლიგა: „გალათასარაი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს - ყველა დეტალი მატჩის წინ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „გალათასარაი“ საკუთარ მოედანზე იტალიურ გრანდ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. თურქული კლუბი შეხვედრას კარგი ფორმით ხვდება, თუმცა დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. მთავარ მწვრთნელ ოკან ბურუკს მოუწევს გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენოს თავდასხმაში მაურო იკარდისა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი.