ფეხბურთი
23 February
იუვენტუსის კოშმარული ღამე სტამბოლში: 5-2 და მერვედფინალის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ
იუვენტუსმა სტამბოლში „ალი სამი იენის“ სტადიონზე მასპინძელ გუნდთან კოშმარული მარცხი განიცადა, ანგარიშით 5-2. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ პირველი ტაიმი კოპმეინერსის დუბლით მოიგო და თავდაპირველი ჩამორჩენა აღმოფხვრა, მეორე ნახევარში გუნდის თამაში სრულ კოლაფსში გადაიზარდა. შეცდომებმა, კერძოდ კაბალის გაძევებამ, იუვენტუსს მერვედფინალის კარი თითქმის დაუხურა, რადგან მომდევნო მატჩში ოთხბურთიანი სხვაობით მოგება ესაჭიროება.