პრემიერ ლიგა: „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბარნლის“ მასპინძლობს
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბარნლის“ დაუპირისპირდება. „არისტოკრატები“ ჩემპიონატში 44 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო „ბარნლი“ 18 ქულით მე-19 პოზიციაზეა. ბოლო დაპირისპირება ამ გუნდებს შორის „ჩელსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.