ფეხბურთი
24 February
იონათან ბურკარდტი „აინტრახტის“ ვარჯიშებს დაუბრუნდა – „ბაიერნთან“ მატჩისთვის ემზადება
ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელი იონათან ბურკარდტი გუნდის ვარჯიშებს დაუბრუნდა. ის ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო ლაზარეთში იმყოფებოდა, შემდეგ კი გაციების გამო გამოტოვა მატჩი. ბურკარდტი სრულ მზადყოფნაშია და სავარაუდოდ, „ბაიერნთან“ შაბათის მატჩის განაცხადში მოხვდება. ეს დიდი სტიმული იქნება გუნდისთვის, რომელსაც შემტევი ხაზის ფეხბურთელები აკლია. ამასთან, რასმუს კრისტენსენს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.