ფეხბურთი
24 February
ჰაბიბ ბეი „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე? – კანდიდატურა წინააღმდეგობებს აწყდება
ფრანგულ კლუბ „მარსელში“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჰაბიბ ბეის კანდიდატურა აქტიურად განიხილება, თუმცა მას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ აქვს. კლუბის შიგნით და ექსპერტებს შორის მისი დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დიდი დებატები მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი მისი წინა გამოცდილების გათვალისწინებით. იოჰან მიკუდი აცხადებს, რომ რობერტო დე ძერბის ბეით ჩანაცვლება აბსოლუტურად გაუგებარია და ლოგიკას მოკლებული.