სპორტი
15 February
ეზეს ტრანსფერის საგა: არსენალის გულშემატკივრებმა მოლოდინი გიგანტური მურალით გამოხატეს
ებერეჩი ეზეს „კრისტალ პალასიდან“ „არსენალში“ მოსალოდნელი 60 მილიონიანი ტრანსფერის ფონზე, „ემირეიტსის“ სტადიონთან ფეხბურთელის გიგანტური მურალი გამოჩნდა. ქუჩის მხატვარმა Northbanksy-მ ეს ნამუშევარი „ტოტენჰემისთვის“ ცხვირწინ მოტაცებული ფეხბურთელის პატივსაცემად შექმნა, თუმცა გულშემატკივართა ნაწილი ოფიციალურ დადასტურებას ელოდება, რათა ნაადრევი ზეიმი თავიდან აირიდონ.