ჰოკეი
24 February
კარგი ამბები „პიტსბურგ პინგვინზში“: ჰალანდერი ყინულზე დაბრუნდა, ლეტანგი მზადაა
„პიტსბურგ პინგვინზის“ ვარჯიშმა, ოლიმპიური შესვენების შემდეგ, ორმაგად სასიხარულო ამბები მოიტანა. თავდამსხმელი ფილიპ ჰალანდერი სისხლის შედედების გამო სამთვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა. კრის ლეტანგმა კი, რომელიც ოთხი კვირით იყო გამორიცხული, განაცხადა, რომ 100%-ით მზადაა შემდეგ კვირას სათამაშოდ.