ინფლუენსერი დინ ზი გრეიტი UFC-ის ყოფილ მებრძოლთან შეკამათების შემდეგ დანოკაუტდა
ცნობილი ბოქსის ინფლუენსერი დინ ზი გრეიტი (Deen The Great) ცოცხალი ეთერის დროს UFC-ის ყოფილ მებრძოლსა და მენეჯერს, ტიკი ღოსნს (Tiki Ghosn) სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ღოსნმა მას სახეში დაარტყა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ეს უკვე მეორე ფიზიკური დაპირისპირება იყო დინ ზი გრეიტის მონაწილეობით ორ დღეში.