ფეხბურთი
18 February
მძიმე ტრავმა „ლაიფციგის“ მეკარეს - პეტერ გულაჩი მარტის ბოლომდე უქმობს
„რბ ლაიფციგის“ პირველი ნომერი, მეკარე პეტერ გულაჩი, მარცხენა მუხლის მედიალური გირგვლიანი იოგის ნაწილობრივი გაგლეჯის გამო მარტის ბოლომდე გამოეთიშა გუნდს. ტრავმა მან „ვოლფსბურგთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში მიიღო. მის ადგილს მაარტენ ვანდევოორდტი დაიკავებს.