ფეხბურთი
24 February
"მილანმა" ქულები დაკარგა და "ინტერს" ჩამორჩა
"მილანმა" საკუთარ მოედანზე "კომოსთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ინტერს" შვიდი ქულით ჩამორჩა. "კომო" წინ ნიკო პაზმა გაიყვანა მეკარის შეცდომის შემდეგ, "მილანის" მხრიდან კი ანგარიში რაფაელ ლეაომ გაათანაბრა. ამ შედეგით "მილანმა" ჩემპიონობის შანსები შეიმცირა, ხოლო "კომომ" ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში პოზიცია გაიუმჯობესა.