სპორტი
18 February
ჩემპიონშიპი: რაიტის ჰეთ-თრიკი – „ქოვენთრიმ“ „მიდლსბრო“ 3:1 დაამარცხა
ჩემპიონშიპის მატჩში „ქოვენთრი სიტიმ“ „მიდლსბროს“ უმასპინძლა. რაიტმა „ქოვენთრის“ მაისურით ჰეთ-თრიკი შეასრულა, რის შედეგადაც მისმა გუნდმა „ბოროს“ 3:1 მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. „მიდლსბროს“ მხრიდან გოლი მაკგრიმ გაიტანა. „ქოვენთრი“ თამაშს ლიდერ „ბოროს“ ორი ქულით ჩამორჩენილი შეხვდა, „მიდლსბროს“ ზედიზედ ექვსი მოგება ჰქონდა, „ქოვენთრის“ ფორმა კი შობის შემდეგ გაუარესდა.