ზამთრის ოლიმპიადა
26 February
შვეიცარიელი ფატონი სამთო-სათხილამურო ასვლის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელია; მამაკაცებში ესპანელმა კოლმა გაიმარჯვა
შვეიცარიელმა მარიანა ფატონმა იტალიის ქალაქ ბორმიოში სამთო-სათხილამურო ასვლის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლი ფრანგ ემილი ჰაროპს, ხოლო ბრინჯაო ესპანელ ანა ალონსო როდრიგესს ერგო. მამაკაცთა შეჯიბრში ოქრო ესპანელმა ორიოლ კარდონა კოლმა მოიპოვა, ვერცხლი - ნეიტრალურმა რუსმა ათლეტმა ნიკიტა ფილიპოვმა, ბრინჯაო კი - ფრანგმა ტიბო ანსელმეტმა. შერეული ესტაფეტა შაბათს არის დაგეგმილი.