ფეხბურთი
24 February
განმეორებითი მატჩი სერია A-ში: „მილანი“ „კომოს“ უმასპინძლებს, ლეაო და ნკუნკუ – სტარტში
„მილანი“ გადადებულ სერია A-ს მატჩში „კომოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა, რომელიც 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, ოლიმპიური თამაშებისთვის „სან სიროს“ მომზადების გამო გადაიდო. „მილანი“ შესანიშნავ ფორმაშია და ლიდერ „ინტერს“ კონკურენციას უწევს, ლეაო და ნკუნკუ კი შემადგენლობაში ბრუნდებიან. „კომო“, მწვრთნელ სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით, თასზე წარმატებულად გამოდის, თუმცა ლიგაში ბოლო დროს მცირე ჩავარდნა აქვს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.