ფეხბურთი
16 February
არსენალის დომინანტური გამარჯვება FA თასზე: 4-0 უიგან ატლეტიკთან
ლონდონის „არსენალმა“ „ემირეითს სთედიუმზე“ „უიგან ატლეტიკი“ მიიღო და ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. „მეთოფეებმა“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც ნონი მადუეკეს, გაბრიელ მარტინელის, ჯეკ ჰანტის ავტოგოლისა და გაბრიელ ჟესუსის გოლებით ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და შემდგომ ეტაპზე გავლა გაინაღდეს.