ჟირონამ" „ბარსელონას“ შოკი მოუწყო - ფლიკის პრობლემები ღრმავდება
„ატლეტიკოსთან“ მძიმე მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ სასწრაფო რეაქცია სჭირდებოდა, თუმცა „ჟირონასთან“ ვერ მიიღო სასურველი შედეგი. შექმნილი მომენტების მიუხედავად, კატალონიელები ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ, რამაც ჰანსი ფლიკის გუნდში კრიზისი გაამწვავა. „ჟირონამ“ კი, მდგრადობა და ორგანიზებულობა გამოავლინა, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიუმჯობესა.