ატლეტიკომ ბრიუგესთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრე ითამაშა
მადრიდის „ატლეტიკომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „კლუბ ბრიუგესთან“ სტუმრად 3:3 ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. „ატლეტიკო“ ტაიმის ბოლოს 2:0-ს იგებდა ხულიან ალვარესისა და ადემოლა ლუკმანის გოლებით, თუმცა მეორე ნახევარში „ბრიუგემ“ სწრაფად გაათანაბრა. მასპინძელთა ავტოგოლის შემდეგ „ატლეტიკო“ ისევ დაწინაურდა, მაგრამ ქრისტოს ცოლისმა ბოლო წუთებზე გაათანაბრა ანგარიში. მატჩის შემდეგ ფეხბურთელების შეფასებები გამოქვეყნდა.