სპორტი, ფეხბურთი
15 February
ვიტორ პერეირა „ნოტინგემ ფორესტის“ მეოთხე მწვრთნელი სეზონში
„ნოტინგემ ფორესტმა“ სეზონში მეოთხედ შეცვალა მწვრთნელი. შონ დაიჩის ნაცვლად გუნდს ვიტორ პერეირა უხელმძღვანელებს. პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარი ამოცანა „ფორესტის“ პრემიერ ლიგაში შენარჩუნება იქნება, რაც მას „ვულვერჰემპტონთან“ ერთად უკვე ერთხელ აქვს გაკეთებული.