სპორტი
15 February
ვინისიუს ჟუნიორმა ლა ლიგაში ნეიმარს გადაუსწრო გოლებით
მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა „რეალ სოსიედადთან“ მატჩში გატანილი გოლებით ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორს გადაუსწრო. ვინისიუსს ამჟამად 69 გოლი აქვს, რითაც ერთი გოლით უსწრებს ნეიმარის 68 გოლს.