სპორტი
18 February
ილია მალინინი: ონლაინ შეტევები და „უხილავი ბრძოლები“ ოლიმპიური კრახის შემდეგ
მოციგურავე ილია მალინინმა მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე მოულოდნელი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ონლაინ შეტევების მსხვერპლია და „უხილავ ბრძოლებს“ ებრძვის. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისაუბრა იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც უმკლავდება. 21 წლის სპორტსმენი ოლიმპიადის უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში შეცდომები დაუშვა და მერვე ადგილზე გავიდა.