სპორტი
16 February
ლუკას პაკეტას ბრწყინვალე დაბრუნება „ფლამენგოში“: პირველი გოლი გაიტანა
ლუკას პაკეტამ „ფლამენგოში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. მან ანგარიში „ბოტაფოგოსთან“ მატჩში, კაროკას ჩემპიონატის მეოთხედფინალში გახსნა. ეს მისი მეხუთე თამაშია კლუბში დაბრუნების შემდეგ, ხოლო ბოლო გოლი 2018 წელს ჰქონდა გატანილი. პაკეტა „ფლამენგოსთვის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, ტრანსფერის ღირებულება 42 მილიონი ევროა.