„სიეტლ სიჰოუკსი“ სუპერ ბოულის მოგებიდან 10 დღის შემდეგ გასაყიდად გაიტანეს
„სიეტლ სიჰოუკსი“ (Seattle Seahawks) ოფიციალურად გაიტანეს გასაყიდად, ამერიკული ფეხბურთის უდიდესი პრიზის – სუპერ ბოულის – მოგებიდან სულ რაღაც 10 დღის შემდეგ. გუნდი, რომელიც გარდაცვლილ პოლ ჯ. ალენს ეკუთვნოდა, 6.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.