ფეხბურთი
15 February
ჟოაო ნევესი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადაა - პსჟ-ს მნიშვნელოვანი გაძლიერება
პსჟ-ს ნახევარმცველი ჟოაო ნევესი, რომელიც პარასკევს „რენთან“ მატჩში მხრის ტრავმის გამო მოედანზე ვერ დარჩა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის „მონაკოს“ წინააღმდეგ მზად იქნება. ეს სიახლე კლუბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნევესი ლუის ენრიკეს სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და გუნდს დადებითი იმპულსის აღდგენა სჭირდება ბოლო წარუმატებლობების ფონზე.