ფეხბურთი
23 February
დანიელ ბაიხლერი „რედ ბულ ზალცბურგის“ მთავარი მწვრთნელია
დანიელ ბაიხლერი „რედ ბულ ზალცბურგის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. ავსტრიელი სპეციალისტი, რომელიც აქამდე „ლიფერინგს“ წვრთნიდა, კლუბში კარგად ნაცნობი ფიგურაა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ახალგაზრდულ, ისე პროფესიონალურ ფეხბურთში. მისი დებიუტი კვირას, „ლასკთან“ მატჩში შედგება.