ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი: „ატლეტიკომ“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა „კლუბ ბრიუგესთან“ - 3:3 დრამატულ მატჩში
მადრიდის „ატლეტიკო“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში „კლუბ ბრიუგეს“ ესტუმრა და დრამატული 3:3 ფრეს დასჯერდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ორჯერ დაწინაურდა ორბურთიანი სხვაობით, თუმცა ბელგიელებმა, განსაკუთრებით რაფაელ ონიედიკას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მომავალი კვირის საპასუხო მატჩის წინ დაძაბული სიტუაცია შექმნეს.