ფეხბურთი
17 February
რაფა სილვას დაბრუნება და სუდაკოვის ბედი „რეალთან“ მატჩამდე – მოურინიოს დილემა
ჩემპიონთა ლიგის მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ბენფიკას“ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჟოზე მოურინიოსა და მისი ყოფილი ფეხბურთელის, ალვარო არბელოას დაპირისპირების გამო. ამასთან, „ბენფიკას“ შემადგენლობაში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს რაფა სილვამ, რომლის დაბრუნებამ გუნდში უკრაინელი გიორგი სუდაკოვის პოზიცია შეცვალა. მოურინიო ადასტურებს, რომ სილვას უფრო მეტი სიღრმე შემოაქვს თამაშში, თუმცა ორივე ფეხბურთელის ერთად გამოყენების ვარიანტსაც განიხილავს.