კოკო გოფი ამერიკაში მიმდინარე პროტესტებზე: „ადამიანები ქუჩებში მხოლოდ არსებობის გამო არ უნდა იღუპებოდნენ“
ჩოგბურთის ვარსკვლავი კოკო გოფი აშშ-ში ალექს პრეტისა და რენე ნიკოლ გუდის მკვლელობების შემდეგ გაჩენილ პროტესტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის რთულია ამ ამბების წაკითხვა. ის გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზს უსვამს, რომ სპორტსმენებს აქვთ უფლება ისაუბრონ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. მას სოლიდარობას უცხადებენ სხვა ამერიკელი ოლიმპიელებიც, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულებას სპორტსმენების მიმართ.