ამერიკული ფეხბურთი
16 February
„ლოს-ანჯელეს რამსი“ რობერტ რაიტს სამწვრთნელო შტაბში დაიმატებს
„ლოს-ანჯელეს რამსი“, ESPN-ის ცნობით, რობერტ რაიტს სამწვრთნელო შტაბში დაცვის ასისტენტად დაიმატებს. რაიტს ბოლო 10 წელი კოლეჯის დონეზე აქვს გატარებული, მათ შორის ორი წელი „სირაკიუსის“ დაცვის თანაკოორდინატორი იყო. ის მაიკ ელკოს აღზრდილია და ადრე „სირაკიუსისა“ და „ბუფალოს“ დაცვის კოორდინატორიც იყო.