„ბენფიკა“-„რეალის“ მატჩის შემდგომი სკანდალი: რუი კოშტა „სამეფო კლუბის“ გასახდელში შეღწევას ცდილობდა
ჩემპიონთა ლიგის მატჩის, „ბენფიკა“ – „რეალის“ შემდგომი მოვლენები განხილვის საგანი რჩება. შეხვედრისას ჯანლუკა პრესტიანის მიერ ვინისიუს ჟუნიორის მიმართ სავარაუდო რასისტულმა შეურაცხყოფამ და მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გაძევებამ უკვე დიდი მღელვარება გამოიწვია. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდებს შორის დაპირისპირება სტადიონის კატაკომბებშიც გაგრძელდა, სადაც „ბენფიკას“ პრეზიდენტი რუი კოშტა „რეალის“ ოფიციალურ პირთან ფიზიკურ კონფლიქტში შესვლას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ კოშტამ ბრალდება უარყო,