„პანათინაიკოსი“: რაფაელ ბენიტესი წნეხის ქვეშ – შესაძლოა, 4 თვეში გაათავისუფლონ
რაფაელ ბენიტესი, რომელიც „პანათინაიკოსმა“ რეკორდული კონტრაქტით ოქტომბერში დაიქირავა, გუნდის წარუმატებელი სტარტის გამო უკვე მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ლიგაში მე-5 ადგილზე მყოფი გუნდის მწვრთნელს ბედი მომდევნო მატჩებში გადაწყდება, საბერძნეთის მედია კი მის შემცვლელად იგორ ბიშკანის კანდიდატურას განიხილავს.