სპორტი
17 February
ტეხას ტექის ავტობუსის საბურავები #1 არიზონასთან სენსაციური მოგების შემდეგ დაუჭრეს
ტეხას ტექის კალათბურთის გუნდის ავტობუსის საბურავები დაზიანდა მას შემდეგ, რაც მათ შაბათს, 14 თებერვალს, სენსაციურად დაამარცხეს ნომერ პირველი არიზონა. გუნდის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ერთი საბურავი ღამით დაზიანდა, მაგრამ ის დილით შეიცვალა და გუნდის სამგზავრო გრაფიკში შეფერხება არ ყოფილა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც საბურავების განზრახ დაზიანების ინციდენტია ასახული.