#სანტიაგო ბერნაბეუ

ამ თეგით ნაპოვნია 4 სტატია

ფეხბურთი 28 February

უეფას ჩემპიონთა ლიგა: ვინიციუსის რასისტულ შეურაცხყოფაში ბრალდებული პრესტიანი „ბერნაბეუზე“ ჩასვლას გეგმავს – უკან დახევას არ აპირებს!

ვინიციუს ჯუნიორის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაში ბრალდებული ჯანლუკა პრესტიანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. უეფამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, ფეხბურთელი კი მუქარების ფონზე ცხოვრობს, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასვლას და იქ არსებული მტრული გარემოს წინაშე დადგომას არ მოერიდება, თუ გუნდის მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას მისცემს.

ფეხბურთი 24 February

მბაპე პრესტიანის შესახებ: „ბერნაბეუზე არ უნდა ჩამოვიდეს, ის ამას არ იმსახურებს“

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა ჯანლუკა პრესტიანიმ მომავალ კვირას სანტიაგო ბერნაბეუზე ფეხი არ უნდა დადგას. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა არგენტინელი სამშაბათს რასიზმის სკანდალში გაეხვია, რაც „რეალისა“ და „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში მოხდა. მბაპემ აღნიშნა, რომ პრესტიანი არ იმსახურებს „მსოფლიოს საუკეთესო სტადიონზე“ თამაშს.

ფეხბურთი 23 February

„რეალი“ მოურინიოს დაბრუნებას არ განიხილავს

ალვარო არბელოას „რეალ მადრიდს“ დღეს „ბენფიკა“ დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, რის ფონზეც არბელოას სამწვრთნელო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟოზე მოურინიოს „რეალში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ, თუმცა მადრიდულმა კლუბმა ამ ტრანსფერის ალბათობა სრულიად გამორიცხა და აღნიშნა, რომ მოურინიოს კანდიდატურა არ განიხილება. კლუბი ან არბელოასთან გააგრძელებს თანამშრომლობას, ან ბაზარზე ახალ ვარიანტს მოძებნის.

სპორტი 17 February

ნიკო პასი: „რეალის“ დაბრუნების გეგმა და „ინტერის“ 60-მილიონიანი შეთავაზება

მადრიდის „რეალი“ ნიკო პასის დაბრუნებას გეგმავს, მიუხედავად „ინტერის“ 60 მილიონი ევროს შეთავაზებისა და არგენტინელ ნახევარმცველზე ზეწოლისა. „სამეფო კლუბი“ მზადაა გაააქტიუროს გამოსყიდვის პუნქტი და მოთამაშე მომავალი სეზონისთვის დაიბრუნოს, რაც მას გუნდის მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. პასი კი რეგულარული სათამაშო დროის გარანტიას ითხოვს.