ძალაუფლების გადანაწილება „მარსელში“: ბენატია დაბრუნდა და სრულ კონტროლს იღებს, ლონგორია კლუბს ტოვებს?
მარსელის „ოლიმპიკში“ ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. სპორტული დირექტორის პოსტზე მედი ბენატია გაძლიერებული უფლებამოსილებით დაბრუნდა, ხოლო კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას ფუნქციები შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლონგორია კლუბის დატოვებას გეგმავს.