ფეხბურთი
19 February
ინტერის U23-მა ოსპიტალეტოსთან სტუმრად ფრე 2:2 ითამაშა
ინტერის U23-მა სერია C-ს, ჯგუფი A-ს 27-ე ტურში, სტუმრად ოსპიტალეტოსთან 2:2 ითამაშა. მატჩი ჯინო კორიონის სტადიონზე გაიმართა. ინტერმა ორჯერ მოიპოვა უპირატესობა, ლა გუმინასა და კამატეს გოლებით, მაგრამ მასპინძლებმა მესაჯისა და ტორის გოლებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ამ შედეგით, ინტერის U23 40 ქულით მერვე ადგილზე რჩება სატურნირო ცხრილში.