ფეხბურთი
15 February
WSL: დაძაბული პირველი ტაიმი „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქალთა გუნდებს შორის
ლივერპულის ქალთა გუნდი ლონდონში „ჩელსის“ დაუპირისპირდა. „წითლებმა“ მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე გოლიც გაიტანეს, რომელიც ხელის თამაშის გამო გაუქმდა. მიუხედავად „ლივერპულის“ აქტიურობისა და კარგი მომენტებისა, პირველი ტაიმის მიწურულს, 40-ე წუთზე, სჯოკე ნუსკენმა „ჩელსი“ დააწინაურა. „ლივერპული“ აგრძელებდა შეტევებს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.