ამერიკელმა მილიარდერმა ლეონ კუპერმანმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ წილი გაზარდა
გამოცდილმა ამერიკელმა ინვესტორმა ლეონ კუპერმანმა გაზარდა თავისი წილი საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“. ის ამჟამად კლუბის A კლასის აქციების 5.2 პროცენტს ფლობს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ დოლარზე მეტია. კუპერმანმა აქციები 2023 წლის შემოდგომაზე შეიძინა, სერ ჯიმ რეტკლიფის მიერ კლუბის ნაწილობრივი შესყიდვის გეგმების ფონზე. ამჟამად ის 2.9 მილიონზე მეტ აქციას ფლობს, თუმცა კლუბის სრულ შესყიდვას არ გეგმავს.