ფეხბურთი
25 February
„ინტერის“ არქტიკული მარცხი: ესპოზიტოს სადავო გოლი და „ნერაძურის“ რთული ამოცანა
მილანის „ინტერმა“ „ბოდო/გლიმტთან“ სტუმრად 3:1 წააგო. ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ „ინტერის“ ერთადერთი, თუმცა სადავო გოლი გაიტანა. კრისტიან კივუს გუნდს სინთეტიკურ მოედანზე თამაში გაუჭირდა, რის გამოც საპასუხო მატჩში ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა მოუწევს. მიუხედავად მარცხისა, ესპოზიტოს გოლმა „ნერაძურის“ იმედი შეუნარჩუნა.