სპორტი
26 February
„ტოტენჰემი“ მთავარ სპონსორს კარგავს - კლუბს მილიონობით ფუნტის ზარალი ელის
გაზეთ „ტელეგრაფის“ ცნობით, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კომერციულმა პარტნიორმა კლუბთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება „სპურსს“ მილიონობით ფუნტს დააკარგვინებს, რასაც გუნდის სავალალო ასპარეზობა და პრემიერ ლიგიდან გავარდნის შიში განაპირობებს. სხვა სპონსორებიც განიხილავენ მსგავს ნაბიჯებს, რაც კლუბისთვის დამატებით პრობლემებს შექმნის.