სპორტი
23 February
დესტინი აიავა ჩოგბურთიდან წავიდა და სპორტის კულტურა გააკრიტიკა
დესტინი აიავამ 25 წლის ასაკში ჩოგბურთიდან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი სპორტის კულტურასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები დაასახელა. ყოფილმა მსოფლიოს 147-ე ნომერმა ჩოგბურთი „ტოქსიკურ შეყვარებულს“ შეადარა და მისი კულტურა „რასისტულ, მიზოგინურ, ჰომოფობიურ და მტრულად“ მოიხსენია. ამ განცხადებას ამანდა ანისიმოვაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ აიავას მიერ გამოქვეყნებული პოსტი გულდასაწყვეტი იყო.