სპორტი
24 February
ჰოკეის გუნდის უჩვეულო მოწოდება: გულშემატკივრებს თამაშის წინ შხაპის მიღება სთხოვეს უსიამოვნო სუნის გამო
კანადურმა უმცროსი ლიგის ჰოკეის გუნდმა „ოშავა ჯენერალსმა“ სეზონური ბილეთების მფლობელებს ელექტრონული ფოსტით მიმართა, რომელშიც მათ მატჩის წინ შხაპის მიღებისკენ მოუწოდებდა. ეს გადაწყვეტილება ტრიბუნებზე უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული მუდმივი საჩივრების შემდეგ მიიღეს. თუმცა, ამ თხოვნამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რის შემდეგაც გუნდმა ხუმრობით ბოდიში მოიხადა, თუმცა მომხმარებელთა აზრი ამ საკითხზე კვლავ ორად გაიყო.