ფეხბურთი
23 February
ვოუტ ვეგჰორსტი შესაძლოა ერიკ ტენ ჰაგს კვლავ შეუერთდეს – ამჯერად „ტვენტეში“
ვოუტ ვეგჰორსტი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარუმატებელი პერიოდი გაატარა, შესაძლოა კვლავ გაერთიანდეს ერიკ ტენ ჰაგთან. ნიდერლანდური გამოცემა VI-ის ცნობით, ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „აიაქსში“ თამაშობს, მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით „ტვენტეში“ გადავა, სადაც ტენ ჰაგი ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა.