ფეხბურთი
26 February
მაკკენამ ბერნსის, ნუნიესის და ფილოჯინის ტრავმებზე ისაუბრა
კირან მაკკენამ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა გუნდის სამი ტრავმირებული ფეხბურთელის, უეს ბერნსის, მარსელინო ნუნიესის და ჯეიდენ ფილოჯინის შესახებ. ფილოჯინის მუხლის ტრავმის რეაბილიტაცია რთულად მიმდინარეობს და მცირე ჩამორჩენაც ჰქონდა. ნუნიესი სრულად გამოჯანმრთელდა და მზად იქნება უიქენდის მატჩისთვის. ბერნსის დაბრუნების თარიღი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.