ბარსელონას უიღბლო ღამე: ერიკ გარსია ჟირონასთან მატჩში დაშავდა
კატალონიის „ბარსელონამ“ „ჟირონასთან“ 2-1 წააგო, რასაც სადავო მსაჯობასთან ერთად, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ტრავმაც დაემატა. ერიკ გარსია კუნთის პრობლემის გამო 73-ე წუთზე შეცვალეს. ესპანელ მცველს სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ტრავმის სიმძიმე, რაც გუნდის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.