ფენერბაჰჩესთან „ფორესტმა“ დამაჯერებლად მოიგო, „ქრისტალ პალასი“ ფრეს დასჯერდა
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ფორესტმა“ სტუმრად „ფენერბაჰჩე“ 3:0 დაამარცხა. გოლები მურილიომ, ჟეზუსმა და გიბს-უაიტმა გაიტანეს. გუნდს პირველად ვიტორ პერეირა ხელმძღვანელობდა. კონფერენს ლიგაზე კი „ქრისტალ პალასი“ „ზრინსკისთან“ 1:1 დაასრულა შეხვედრა.